ტრენინგის დასახელება: „საქართველოს ისტორია უძველესი ეპოქიდან XVIII საუკუნის ჩათვლით”.
მოდულის ხანგრძლივობა
- 12 საკონტაქტო საათი.
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი.
ადგილი და დრო: სსიპ ქ. გორის მე-3 საჯარო სკოლა. 2013 წლის
29, 30 აპრილი და 1 მაისი.
ტრენერი: ბესიკ
ლორთქიფანიძე
მოდულის მოკლე
აღწერა: საქართველოს ისტორიის ძველი და შუა საუკუნეების, კერძოდ,
უძველესი დროიდან - XVIII საუკუნის ბოლომდე საქართველოს ისტორიის შესწავლა სამამულო
ისტორიოგრაფიის თანამედროვე მიღწევათა საფუძველზე. გათვალისწინებულია მსმენელთა ჯგუფური
და ინდივიდუალური ინტერაქტიული მუშაობა. სადისკუსიო პრეზენტაციების მომზადება . პირველადი
და მეორადი წყაროების ანალიზი.
მიზანი: პროფესიული
ცოდნის განმტკიცება და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა;
მისაღწევი შედეგები:
მასწავლებელი
აცნობიერებს საქართველოს ისტორიის ძველი და შუა საუკუნეების სწავლების მნიშვნელობას;
ეუფლება ჯგუფური და ინერაქტიულ მეთოდებს; მსჯელობს პირველად და მეორად წყაროებზე; აკეთებს
სადისკუსიო პრეზენტაციებს.
ტრენინგის პირველი
დღე:
ტრენინგი დაიწყო ურთიერთგაცნობით. ბატონმა ბესიკმა გაგვაცნო
მოდულის შინაარსი და მუშაობის რეჟიმი.
გაგვახსენა საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი;
გამოკვეთა მნიშვნელოვანი ნიუანსები; ყურადღება გაამახვილა წყაროებზე მუშაობასა და კითხვის
დასმის მეთოდის გამოყენებაზე.
შესვენება: 20 წ.
ჯგუფებში ვიმუშავეთ ტრენერის მიერ დარიგებულ წყაროებზე
და გავაკეთეთ ანალიზი რამდენიმე წყაროს შედარების საფუძველზე.
ტრენინგი დამთავრდა რეფლექსიით
ტრენინგის მეორე
დღე:
ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის გახსენებით . დაგვირიგდა
სატრენინგო მასალები;
შემდეგ ბატონმა ბესიკმა ისაუბრა დისკუსიის, როგორც ერთ-ერთ
ეფექტურ აქტივობაზე სწავლების პროცესში; მოგვცა საინტერესო რეკომენდაციები, თუ როგორ
ვასწავლოთ თავად მოსწავლეებს კითხვების დასმა.
შესვენება: 20 წუთი
დავიყავით ჯგუფებში და თავად მოვიფიქრეთ სადისკუსიო
კითხვები. გავაკეთეთ პრეზენტაცია ; მოვახდინეთ თვითშეფასება და ურთიერთშეფასება. ტრენინგის
დასასრულს, გავაკეთეთ ტრენერის მიერ მომზადებული ტესტები.
ტრენინგი დამთავრდა რეფლექსიით.
ტრენინგის მესამე
დღე:
ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით. დაგვირიგდა
სატრენინგო მასალა. გავეცანით პირველად და მეორად წყაროებს და ვისაუბრეთ მათ მნიშვნელობასა
და როლზე ისტორიის სწავლების პროცესში. დამოუკიდებლად ვიმუშავეთ წყაროებზე . გაბაკეთეთ
პრეზენტაცია. შეჯამების სახით, ტრენერმა ტესტური გამოკითხვა ჩაატარა და საშუალება მოგვცა,
შეგვეფასებინა საკუთარი ცოდნა.
აღნიშნული ტრენინგი მეტად პროდუქტიული, ინფორმაციულად
დატვირთული და საინტრესო იყო.
No comments:
Post a Comment